გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:02 / 22 ნოემბერი 2017

ხატია დეკანოიძე: მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს

"სპეცოპერაცია, რომელიც უკვე 21 საათია უშედეგოდ გრძელდება და ხალხის ცხელი წერტილიდან ევაკუაცია ვერ ხერხდება, “უთავბოლოდიყო დაგეგმილი" - აღნიშნულის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომაგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 "პირველ რიგში, სწრაფი გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო დაჭრილ სპეცრაზმელებს, სპეცოპერაციის მიმდებარე კორპუსში მცხოვრებლებს კი, სიმშვიდე.

არსებობს ძალიან ბევრი კითხვა მიმდინარე სპეცოპერაციის გარშემო. პირველ რიგში, რატომ არ განხორციელდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც იქ ცხოვრობენ?! როგორ მოხვდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ კორპუსში ისე, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დაზვერვის სამსახურს?! როგორ მოხდა ისე, რომ სუს-ის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის მხოლოდ მე-20 საათზე ადგენენ ტერორიტების ვინაობას. რატომ შეუშვეს ბავშვები სკოლებსა და ბაღებში და რატომ მოხდა მათი ევაკუაცია სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ?! რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ გაიპარა ის კანცელარიიდან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ - რატომ დაემალა ჟურნალისტებს?! რატომ არ დაამშვიდა პრემიერ- მინისტრმა მოსახლეობა?! რატომ ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას რომ საზოგადოება არ იმსახურებს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც დაგროვდა."