გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:47 / 30 მაისი 2018

„ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ - ენმ "ივანიშვილის რეჟიმისგან" დაზარალებულების განცხადებების მიღებას იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებმა პარტიის აქტივს ახალი პროგრამა გააცნეს. 

პროგრამა ეხება:

1. ბანკისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან დაზარალებულ პირს;

2. სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირს;

3. მოქალაქეს, რომელსაც შეუწყვიტეს სოციალური დახმარება;

4. განსხვავებული პრობლემატიკისa და ზარალის მქონე პირს. მაგ: ვისაც დაეწვა სავაჭრო საწყობი, დაემეწყრა სახლი, დაზარალდა კრიმინალისგან (მოპარეს პირუტყვი, გაუძარცვეს სახლი და ა.შ.) და სხვა.

პროგრამის  მიზანია, აღირიცხოს 2012 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ  მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი და გადაეცეთ  მათ  ე.წ. გარანტიის სერთიფიკატებისერთიფიკატები  დამოწმებული იქნება პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ. რაც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში გახდება დაპირების შესრულების გარანტი.

ხელისუფლების მიერ დაზარალებულ მოსახლეობას  რეგისტრაციის გავლა  რეგიონულ ოფისებში შეეძლებათ, ხოლო ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზისა და სოციალური ქსელის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მისამართი : ა.რაზმაძის ქ. N2

ადგილობრივი ცხელი ხაზი : 577-35-19-73;     577-95-43-43