გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:07 / 26 აგვისტო 2017

ვეღარ გააყალბებ - ხელისუფლება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას პოლიტიკური ნიშნით ცდილობს

საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზევეღარ გააყალბებშტაბის თანათავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა. მან  მთავრობას მოუწოდა არ ეცადოს არჩევნების გაყალბებას, რადგან ამისთვის დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ქართული ოცნება არ ღალატობს ჩვევას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გუშინ, 2 საათზე, N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც განსახილველი საკითხი  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა იყო. საარჩევნო კოდექსის 25- მუხლის, 4 ნაწილის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს  საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევსაღნიშნული სხდომა  3 საათზე დასრულდა, სადაც მიიღეს განკარგულება  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ.

განკარგულების მიღებიდან  2 საათში (აღსანიშნავია, რომ ამ დროში განკარგულება საჯაროდ გამოქვეყნებული ცესკოს საიტსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არ იყო), ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ესენი იყვნენ ქართული ოცნების გაგზავნილი ადამიანები, რომლებმაც  კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები შეავსეს. ეს დადასტურებულია ვიდეო და ფოტო მტკიცებულებით.

 საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოცხადებულ კონკურსზე   27 განცხადება მიიღო. ადგილზე მისული კონკურსანტების უმრავლესობა არც მალავდა, რომ  ქართული ოცნების შტაბში გააფრთხელს წინასწარ  და  წარმოადგენდენ პარტიულ ინტერესებს

აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ასარჩევი წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები უნდა იყვნენ და არ უნდა გააჩნდეთ პოლიტიკური კუთვნილება, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია.

მივმართავს ცესკოს დაუყოვნებლივ მოხდეს კომისიის შეკრება, განისაზღვროს რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა, რომ გამოირიცხოს პარტიული ნიშნით დანიშვნები. მივმართავთ ხელისუფლებას - დღეს თქვენ არჩევნებს ვეღარ გააყალბებთ! ჩვენი კონტროლის ქვეშ არის ნებისმიერი პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ქართულ ოცნებას გაყალბების ნებისმიერ მცდელობაზე მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა.“