გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:07 / 19 სექტემბერი 2017

ვეღარ გააყალბებ - საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების ვინაობა წინასწარაა გადაწყვეტილი

საუბნო საარჩევო კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივანები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარ ჰყავს შერჩეული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მჭიდრო კავშირს“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზევეღარ გააყალბებშტაბის თანათავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიიდან გვაქვს მონაცემები, რომ ამ უბნებზე უკვე გადაწყვეტილი თუ ვინ იქნება თავმჯდომარე, მოადიგლე და მდივანი.  კანონის მოთხოვნით კი, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ (რომელიც ხვალ იმართება) უნდა გახდეს ცნობილი თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოზიციებს.  პროცესები აბსოლუტურად არადემოკრატიულად მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენ პარტიულ წარმომადგენლებს კომისიებში - არ მიიღოთ ამ ფარსში მონაწილეობა. ყველა კომისიაში უნდა დაიწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს მიეწოდებათ.

ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში საარჩევნო ადმაინისტრაციის ხელისუფლებასთან გაიგივება უნდა დასრულდეს.“