გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:58 / 17 მაისი 2017

ვაშაძე: ზალბერმა თავისი უკიდურესად უმეცარი განცხადების დეზავიურება უნდა მოახდინოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო სამინისტრომ უნდა მიაღწიონ იმას, რომ ბრიუსელმა  შესაბამისი განცხადება გააკეთოს. ზალბერმა კი  თავისი უკიდურესა უმეცარი განცხადების დეზავიურება მოახდინოს.

"ოკუპირებულ ცხინვალში, გერმანელმა დეპუტატმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპრაკებების თანათავმჯდომარე  ჰერბერტ ზალბერმა უკიდურესად უმეცარი, საზიანო და უადგილო განცხადება გააკეთა იმ რეგიონში ყოფნისას, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ოკუპირებულია.  ერ ფრაზით ამ ადმაიანმა გერმანიისა და ბრიუსელის პოზიციების დამახინჯება მოახერხა, რაც  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეეხება. ასევე,  ზიანი მიაყენა იმ პოზიციას, რომელსაც ჟენევის თანათავმჯდომარეები უნდა იკავებდნენ ამ მოლაპრაკებებზე.

ეს აღმაშოთებელი ფაქტი  იმ 5 წლიანი მავნებლური პოლიტიკის შედეგი, რომესაც ხელისუფლება ატარებს. ისინი  ველანაირად ცდილობენ  საქართველოს ორი რეგიონის  რუსეთის მიერ ოკუპაცია მიჩქმალონ და რაღაც გაურკვეველი აბაშიძე-კარასინის ფორმატით ჩაანაცვლონ.

არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საქმეში მიღწეული წარმატებების მოცემულობად აღქმა. ესა მძიმე სამუშაო, რომელიც ყოველდღე უნდა გრძელდებოდეს.  დამვიდება იმით, რომ ჩვენ მივაღწიეთ და მხოლოდ 4 სახელმწიფო იარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, დამღუპველია. დრო მოვიდა, რომ იქ, სადაც ნახსენები იქნება უკრაინაში განხორციელებული აგრესია, ბრიუსელმა, ბერლინმა და ყველა დადაქალამა ისევ დაიწყოს ლაპარაკი  2008 წელს რუსეის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ აგრესიაზე და ამ რეგიონებში ჩატარებულ ეთნოწმენდაზე.

კატეგორიულად მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტოსგან, არაა საკმარისი მხოლოდ განცხადებები, უნდა მიაღწიონ იმას, რომ ბრიუსელმა  შესაბამისი განცხადება გააკეთოს. ზალბერმა კი  თავისი უკიდურესა უმეცარი განცხადების დეზავიურება მოახდინოს“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.