მედია

ახალი ამბები

სესიაშვილის შვილი, რომელიც სუსშია დასაქმებული, სისხლის სამართლის დანაშაულში ფიგურირებს

სისხლის სამართლის საქმე N 00 60 50 31 50 05 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული - საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საქსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.მიმდინარე წელს, სპეც სამსახურს, კერძოდ სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა.სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები, ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია.ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა.საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს - დავით სესიაშვილს.დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,ასევე,  მოვითხოვთ საქართველოს გენერალური პროკურორისაგან, ირაკლი შოთაძისაგან განმარტებას ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე ვითხოვთ მიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას.მოვითხოვთ სუსი-ს ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.მოვითხოვთ საქართველოს შსს მინისტრისაგან გიორგი მღებრიშვილისგან დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შსს-ში არსებობს, როგორც სისხლის სამართლის საქმის N 00 60 50 31 50 05, ასევე დავით სესიაშვილის თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის შესახებ. 

ცესკო, თავისი საკანონმდებლო ინიციატივით, ადასტურებს რომ ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა -  წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა იმ პირის მხრიდან, რომელსაც ამის უფლება არ აქვს დარღვევად იყოს მიჩნეული, კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ივანიშვილის მთავარ საფრთხედ აღიქვამს. „კონსტიტუციაზე ძალადობის პარალელურად, ამ დღეებში ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანია ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შემდგომი შეზღუდვა და ძალაუფლების უზურპაცია. კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს წარუდგინა საარჩევნო კოდექსში ცვილებებისა და დამატებების პროექტი, რომელიც რეალურად მიმართულია მხოლოდ ერთი, ანუ იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილი აღიქვამს საკუთარი ძალაუფლების მთავარ საფრთხედ.საარჩევნო კოდექსში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, დაჯარიმდება მთავარი ოპოზიციური პარტია. კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც:კანონით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობის დაშვება (!) აგიტაციაში, ვისაც აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მის მიმართ ვერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ქვეყნიდან გააძევა, მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და 7 პიჯაკის შეძენის გამო დევნის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს. მაგრამ ეს არაა საკმარისი. ახლა მისი გაჩუმებაც უნდათ. ამ ნაბიჯით ცესკო ადასტურებს, რომ ეს ორგანო ასრულებს ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას და ვერ განიხილება არჩევნების ჩამტარებელ დამოუკიდებელ უწყებად. ეს ცვილებები ადასტურებს, რომ ივანიშვილს საკუთარი ოჯახურ-კლანური რეჟიმის დაცვა მხოლოდ უკანონობით და უსამართლობით წარმოუდგენია. მას კარგად ესმის, რომ სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს პირობებში მის ხელისუფლებას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.გარანტიას ვაძლევთ მას, რომ ქართველი ხალხთან ერთად მოვაშორებთ მას საქართველოს, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე დიდ შინაურ მტერს. „ 

Pages