გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:12 / 4 ივლისი 2017

უდუმაშვილი თბილისელებთან პირობას დებს, რომ არჩევნების შემდეგ, რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება განახლდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი თბილისელებთან პირობას დებს, რომ არჩევნების შემდეგ, რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება განახლდება.

“მაგალითად, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან, რომელიც ყოველ საათში ათასობით ავტომობილს ატარებს, ნაკადი  მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ჩადის და საბოლოოდ პიკის საათებში თბილისი  დიდ საცობად იქცევა. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტს წინა ხელისუფლების პროექტი არ დარქმეოდა, ხელისუფლებამ უარი თქვა შემოვლითი რკინიგზისა და ავტომატურად ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტზე.

ეს გზა, რომელიც 10-კილომეტრიანი მონაკვეთია და ოთხზოლიანი, ჯორჯ ბუშის ქუჩას დიდუბის მეტროსთან აერთებდა და პრაქტიკულად მთელი ავტომობილების ნაკადის 40% თავის თავზე იღებდა. ამ პროექტზე ხელისუფლებამ უარი თქვა, შესაბამისად  მივიღეთ საცობებით სავსე თბილისი და მძღოლები, რომლებიც იძულებულები არიან საცობში იდგნენ. სამაგიეროდ, დღეს რკინიგზა გადის შუაგულ ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში ფეთქებადსაშიში ნივთიერებები გადააქვს”, - განაცხადა უდუმაშვილმა.