გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:00 / 7 სექტემბერი 2017

ტყეებში ხანძრების პარალელურად, ივანიშვილის კომპანია რაჭაში უნიკალურ ტყეს ანადგურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეაჩეროს რაჭაში ხე-ტყის ჩეხვა და უნიკალური ტყის განადგურება. საქმე ეხება მთავრობის   2017 წლის 19 მაისის # 990 განკარგულებას, რომელსაც ხელს  პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აწერს და რითაც ივანიშვილის კომპანია „ატუ“-ს რაჭაში,  შაორის ტბის მიმდებარედ 3 500 ძირი ხის მოჭრის ნებართვას აძლებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ ისაუბრა.

„ჯამში, რაჭაში, ივანიშვილმა და მისმა კომპაიამ 40 000-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე მოჭრა. საერთო ფართობზე 168 ჰექტარი.

მაშინ, როდესაც თითქმის მთელი საქართველოს ტყეები გადაიწვა და ხანძრების ლიკვიდაცია სრულად არც მომხდარა,  ივანიშვილი  ფულის საკეთებლად ხეების ჩეხვას აგრძელებს.

წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მერსედესის ტიპის ტვირთმზიდავები (სახელმწიფო ნომრებით MAI-571, MAI-572, MAI-573, MAI-574, MAI-575, MAI-576, MAI-577, MAI-578, MAI-858) ყოველდღიურ რეჟიმში მორებით დატვირთული მიემართება საჩხერეში, საიდანაც უკვე გადამუშავებული სახით გაედინება აღნიშნული ხე-ტყე გაურკვეველი მიმართულებით.

მივმართავთ არასამთავრობო და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, დროა დაინტერესდენენ ამ ფაქტით და ერთობლივი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს ბოროტება.  მზად ვარ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს  ვაჩვენო კონკრეტული ადგილი, თუ სად ხდება ხეების განადგურება. ამ ფოტო და ვიდეო მასალას გადავუგზავნით მსოფლიო გარემოსდაცვით ორგანიზაციებსაც.

 მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვებლივ შეწყვიტონ რაჭაში ხეების ჩეხვა, გამოიყვანონ ტყიდან სპეც-ტექნიკა და ცოცხალი ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გამოვიყენებთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ცხადია  კანონის ფარგლებში და არ მივცემთ მთავრობის განკარგულებებს ამოფარებულ, ბრაკონიერ ივანიშვილს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას.“