გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:20 / 24 აპრილი 2017

თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის  (EPP) კონგრესში მიიღო მონაწილეობა, სადაც პარტიის ქალთა ორგანიზაციის მიღწევებსა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში დემოკრატიულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ცნობისთვის, ენმ-ის 20 იანვრის ყრილობაზე, 7000 დელეგატის გადაწყვეტილებით, პარტიამ წესდებით აიღო ვალდებულება ყველა პროპორციული სიის მინიმუმ 30% ქალებით იყოს დაკომპლექტებული.