გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:40 / 10 იანვარი 2018

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა არის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების შედეგი

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა არის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების შედეგი,“- ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, პანკისის ხეობის მკვიდრებს და საართველოს მოქალაქეებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია.

კერძოდ:

ხელისუფლების დანაშაულია ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება 2012 წელს საქმის გამოძიების დასრულებმადე.

ხელისუფლების დანაშაულია საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ჩატაევის საქართველოში შემოსვლა.

ხელისუფლების დანაშაულია ტერორისტებისთვის თბილისის  ცენტრში სამხედრო ბაზის შექმნის შესაზლებლობის მიცემა, რამაც სპეცრაზმელის სიცოცხლე შეიწირა.

ხელისუფლების დანაშაულია ტერორისტებისთვის თბილისში უპრობლემოდ გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა.

ხელისუფლების დანაშაულია საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, 19 წლის ბიჭის დაუნდობელი ჩაცხრილვა საწოლში.

ხელისულფების დანაშაულია დროული სამედიცინო დახმარების არგაწევა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის მოქმედებები მიმართული იყო საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჰუმანიზმის პრინციპების წინააღმდეგ.

ენმ მხარს დაუჭერს სამოქალაქო პროტესტის ყველა კანონიერ ფორმას, რომელიც სიმართლის დადგენისკენ იქნება მიმართული.