გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:14 / 1 მაისი 2018

თბილისის პარალმენტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

დისკუსიას, სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ და “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და შეკრებილებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.