გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:13 / 6 ივლისი 2017

სუს-ის მხრიდან გაუგონარი ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ხატია დეკანოიძის განცხადებით, კალაძე სუს-ის მეთოდებით - შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობს ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რაც არ გაუვა.

საქმე ეხება, 5 ივნისს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

„გუშინ, სუს-მა ენმ-ის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელიც დაახლოებით 2 საათს გრძელდებოდა. ადგილზე მისულ კანდიდატსა და ჩვენ თანაგუნდელებს მათ განუმარტეს, რომ ჩხრეკის საფუძველი ვინმე ინალიშვილის ჩვენება იყო, რომელიც კოკაიას ისეთს სამსახურეობრივ მაქინაციაში ადანაშაულებდა, რომელთანაც შეხება არ ჰქონია.

ამ საქმესთან დაკავშირებით, გუშინ ღამე  ახალი გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ - ინალიშვილის ადვოკატი და ნათესავები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მას ასეთი ჩვენება არ მიუცია. უფრო მეტიც, ინალიშვილზე სუსის მხრიდან  ზეწოლა ხორციელდება, რათა მან კოკაიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. საქმე ეხება  სასამართლო განჩინებაში არსებულ უზუსტო გარემოებებს. არსებული მტკიცებულებები მათ არ ჰყოფნით, რომ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლით მივიდნენ კოკაიასთან და ამიტომ ზეწოლას ახორციელებენ ინალიშვილზე ყალბი ჩვენების მოსაპოვებლად. 

ესაა შანტაჟი და ზეწოლა ენმ-ის კანდიდატზე. ესაა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი სუს-ის მეშვეობით ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ჩვენ კანდიდატებსა და აქტივისტებზე   ზეწოლა მოახდინოს.

მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, მსგავსი ზეწოლა და შანტაჟი არ გაგივათ.“