გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:42 / 26 აპრილი 2017

სესიაშვილის შვილი, რომელიც სუსშია დასაქმებული, სისხლის სამართლის დანაშაულში ფიგურირებს

სისხლის სამართლის საქმე N 00 60 50 31 50 05 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული - საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საქსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.

მიმდინარე წელს, სპეც სამსახურს, კერძოდ სუს- მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები, ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია.

ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა.

საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, „ქართული ოცნებისერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს - დავით სესიაშვილს.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,

ასევე,  მოვითხოვთ საქართველოს გენერალური პროკურორისაგან, ირაკლი შოთაძისაგან განმარტებას ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე ვითხოვთ მიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას.

მოვითხოვთ სუსი- ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

მოვითხოვთ საქართველოს შსს მინისტრისაგან გიორგი მღებრიშვილისგან დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შსს-ში არსებობს, როგორც სისხლის სამართლის საქმის N 00 60 50 31 50 05, ასევე დავით სესიაშვილის თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის შესახებ.