გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:18 / 4 აგვისტო 2017

სერგეენკოს განცხადება საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს

"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დავით სერგეენკოს განცხადებას მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით  უპასუხისმგებლოს უწოდებს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

ჯანდაცვის მინისტრი, ბატონი სერგეენკო, ეტყობა დაიღალა ჯანდაცვის სფეროში უზარმაზარ მიღწევებზე საუბრით და თავის უზენაესი ყურადღება რატომღაც ოკუპირებულ ტერიტორიებს მიაპყრო. მისი ერთი ფრაზიდან, უგუნური, უმეცარი და მავნებლური ფრაზიდან, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ჩვენ გავიგეთ ჯერ ერთი, რომ რუსეთი არ ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, მეორე ის, რომ თურმე .. ცხინვალის რეგიონს .. სამხრეთ ოსეთს აქვს საზღვრები და მესამე ის, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ და კერძოდნაციონალურმა მოძრაობამ.“ არ ვიცი როგორ ისჯებიან პატივცემული მინისტრები ამ ხელისუფლების დროს, მაგრამ თუ არ დასჯიან, ერთი თხოვნა გვაქვს, როგორც რიგით მოქალაქეებს, ლაპარაკი მაინც აუკრძალონ.

ეს ნაბოდვარი, საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჟენევის კონსულტაციებზე წინ დახვდება“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.