გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:03 / 23 ივნისი 2016

სამირა ისმაილოვა ბოლნისში სოფელ ფარიზის მოსახლეობას შეხვდა

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის რაიონის  მაჟორიტარობის  კანდიდატი სამირა ისმაილოვა სოფელ ფარიზის (მუღანლო) მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. სოფლის მოსახლეობამ  გააცნო მათ არსებული პრობლემები,მათ შორის ყველაზე აქტუალური , რაც მათ აწუხებთ, ეს არის   სასმელი წყლის  და ბუნებრივი აირის არ ქონა.  ქალბატონმა სამირამ ფარიზის მცხოვრებლებს გააცნო თავისი საარჩევნო პროგრამა და  დაპირდა  ზემო აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში. შეხვედრის დროს ადგილზე მივიდნენ სოფელ ფარიზის რწმუნებული და საკრებულოს  წევრი, ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ კარგად მუშაობდნენ და  მოსახლეობასთან მუდმივი კონტაკტი აქვთ  , მაგრამ ადგილზე შეკრებილები შეეკამათნენ და მცირე   შელაპარაკება მოჰყვა.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ლანძღავდნენ წინა ხელისუფლებას,თუმცა , აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითონაც წინა ხელისუფლების დროს ,  ამავე თანანდებობებს იკავებდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს იმ ფაქტს,რომ მათი მიერ გაცემული დაპირებებიდან არც ერთი არ შესრულებულა და მათი ცხოვრება ბევრად უფრო გართულდა. სამირა ისმაილოვა შეპირდა მოსახლეობას, რომ ახლო მომავალში ისევ ჩავა მათთან და უყურადღებოდ არ დატოვებს...