მედია

ახალი ამბები

ენმ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მზადაა დაიცვას სიტყვის თავისუფლება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს იმ პოლიტიკურ ძალებთან და სხვა და სხვა ჯგუფებთან, რომლებიც მზად არიან დაიცვან სიტყვის თავისუფლება."ხვალ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "რუსთავი 2"- ის და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად აქციას ატარებს. ჩვენ გვინდა მადლობა ვუთხრათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა პარტიებსა და სტუდენტებს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ამ აქციას მხარი დაუჭირონ.ამასთან, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ ერთი აქციის ფარგლებში კოორდინაცია საკმარისი არაა და მნიშვნელოვანია ეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას დავიწყოთ კონსულტაციები, რათა ყველამ ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში." - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

15 თებერვალს,19:00 საათზე, ერთად ვიმსჯელოთ თუ როგორ ვაქციოთ ენმ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად

როგორც მოგეხსენებათ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად, პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ საჯარო დისკუსიას მართავს. ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა 10 თებერვალს, სადაც ვიმსჯელებდით მხარდამჭერთა იდეებზე, რჩევებზე, რეკომენდაციებსა და კრიტიკულ შენიშნვებზე.უპირველეს ყოვლისა გვსურს, უღმესი მადლობა გადავუხადოთ უამრავ ადამიანს, რომელიც გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ შეხვედრას პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ.გამომდინარე გარემოებიდან, რომ პარასკევს, 10 თებერვალს “რუსთავი 2”-ის საქმეზე ჩანიშნულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაძლოა საკვანძო მოვლენად იქცეს, დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 15 თებერვალს, 19:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მზარდი ინტერესის პარალელურად, რაზეც მეტყველებს შემოსული ელ-ფოსტებისა და პარტიის ოფიციალურ facebook გვერდის შეტყობინების რაოდენობა, მოვახდინოთ შემოსული იდეებისა და ხედვების სტრუქტურირება და თანმიმდევრულ კონცეფციად ჩამოყალიბება.15 თებერვალს კი ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად. 

Pages