მედია

ახალი ამბები

მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების არ მოჭრის მიზეზით, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა

პროექტი, რომელიც თბილისში კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობდა ივანიშვილის ინტერესების გამო შეჩერდა. დედაქალაქის მერის მიერ დასახელებული მიზეზი, კი თითქოსდა ესტაკადის შეჩერება ხეების მოჭრის საფრთხის გამო მოხდა, ტყუილია.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა.„თბილისის მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების მოჭრის საფრთხის, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა.კერძოდ, პროექტი შეჩერდა იმიტომ, რომ ესტაკადას ივანიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის დათმობის პირობით აქვს შეძენილი.დავით ნარმანია არის თავის მართლების რეჟიმში, მას ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოთხოვა ვალდებულებების შესრულება.თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა  მერიამ კონტრაქტორ კომპანია შპს ზიმოს ერთი მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელსაც წელიწადზე მეტია ეს კომპანია თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს?! მათ შორის, შესაძლოა, იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

ენმ პრემიერს მოუწოდებს დასეტყვილი სოფლები მოინახულოს და პირადად გაეცნოს ზარალს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს კახეთში, სეტყვით დაზარალებული სოფლები მოინახულონ, აღწერონ ზარალი და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიას.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა ისაბრა.„მინდა ვისაუბრო პრობლემაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად კახეთის რეგიონს აწუხებს. ხელისუფლების ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი იყო. აღნიშნული პროექტი  ხელისუფლებას 20 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ყოველწლიურად კი ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი იხარჯება შესაბამისი ჭურვების შესაძენად. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერის განკარგულებით, ტენდერისთვის, რომლითაც შესაბამისი ჭურვები უნდა შეძენილიყო 1.5 მილიონი გამოიყო.ფაქტობრივად ის თანხები, რომელიც ხელისუფლებამ 2015 წელს გადაიხადა და შემდეგ ყოველწლიურად იხარჯება, წყალშია გადაყრილი, რადგან 40 დასეტყვილი სოფელი გვაქვს, სადაც ხელისფულებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.მივმართავთ ხელისუფლებას:სასწრაფოდ ჩავიდეს კახეთში პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ადგილზე შეისწავლონ ზარალის მასშტაბები და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიასაღნიშნული სოფლები გამოცხადდეს სტიქიური უბედურების ზონად და სასწრაფოდ დაიწყოს ზარალის ანაზღაურებადაზარალებული გლეხები 2017 წელს მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ. ასევე, ხელისუფლებამ იზრუნოს აღნიშნულ გლეხებს გაეწიოთ შეღავათები იმ სესხებზე, რომლებიც   სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოსავლელად  აქვთ აღებული.“ 

Pages