მედია

ახალი ამბები

ენმ-ის ინფორმაციით, ივლისიდან გაზის ტარიფი კვლავ გაიზრდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ოთარ სირაძის განცხადებით, ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება.„მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მოსახლეობას ტარიფების განახევრებას პირდებოდა, უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება. ივლისიდან კიდევ  მოხდება გაზის ტარიფის ზრდა, რაც  ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. გაზის ტარიფის ზრდა ასევე გამოიწვევს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაძვირებას.ეს არის, კახა კალაძის არაკომპეტენტურობის და ოცნების მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. მათ ვერ მოახერხეს ინვესტიციების მოზიდვა, ხდება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადება, შეგახსენებთ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხს, ასევე სასამართლო დავებს „რაოეესთან“,  ყაზტრანსგაზთან“. მათი ოთხ წლიანი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩვენ მივიღეთ გაუფასურებული ლარი, თავის მხრივ კი ვღებულობთ ტარიფების ზრდას.გასულ პარასკევს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიში, სადაც გამოჩნდა, რომ საქართველომ 2016 წელს 6,4%-ით ნაკლები გაზი მოიხმარა ვიდრე 2015 წელს.შეგახსენებთ, კალაძე აცხასდებდა, რომ გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელუ იყო „გაზპრომიდან“ გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა, რამაც განაპირობა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების გაფორმება „გაზპრომთან“სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ კალაძე იტყუებოდა და მოხდა პირიქით. ეს არის მინიმუმ თანამდებობის ბოროტად გამოყენება სასურველი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც თავის მხრივ შეიცავს კორუფციის ნიშნებს.იმ პერიოდში, კალაძის გამოსვლები იმდენად პანიკური იყო, რომ „შაჰ დენიზის“ კონსორციუმმა შარშან გამოყო  500მლნ.მ3 გაზი დამატებით, რომლიდანაც საჭიროების არ არსებობის გამო არც გვისარგებლია, ესეც მიუთითებს კალაძის ტყუილზე გაზრდილ მოხმარებაზე.მოვითხოვთ მთავრობისგან განმარტონ რა ღონისძიებებს ატარებენ ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად. კატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისგან გამოიძიონ კალაძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მოტივები.“ 

სესიაშვილის შვილი, რომელიც სუსშია დასაქმებული, სისხლის სამართლის დანაშაულში ფიგურირებს

სისხლის სამართლის საქმე N 00 60 50 31 50 05 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული - საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საქსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.მიმდინარე წელს, სპეც სამსახურს, კერძოდ სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა.სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები, ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია.ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა.საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს - დავით სესიაშვილს.დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,ასევე,  მოვითხოვთ საქართველოს გენერალური პროკურორისაგან, ირაკლი შოთაძისაგან განმარტებას ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე ვითხოვთ მიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას.მოვითხოვთ სუსი-ს ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.მოვითხოვთ საქართველოს შსს მინისტრისაგან გიორგი მღებრიშვილისგან დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შსს-ში არსებობს, როგორც სისხლის სამართლის საქმის N 00 60 50 31 50 05, ასევე დავით სესიაშვილის თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის შესახებ. 

Pages