მედია

ახალი ამბები

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა არის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების შედეგი

„თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა არის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების შედეგი,“- ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, პანკისის ხეობის მკვიდრებს და საართველოს მოქალაქეებს.თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია.კერძოდ:ხელისუფლების დანაშაულია ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება 2012 წელს საქმის გამოძიების დასრულებმადე.ხელისუფლების დანაშაულია საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ჩატაევის საქართველოში შემოსვლა.ხელისუფლების დანაშაულია ტერორისტებისთვის თბილისის  ცენტრში სამხედრო ბაზის შექმნის შესაზლებლობის მიცემა, რამაც სპეცრაზმელის სიცოცხლე შეიწირა.ხელისუფლების დანაშაულია ტერორისტებისთვის თბილისში უპრობლემოდ გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა.ხელისუფლების დანაშაულია საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, 19 წლის ბიჭის დაუნდობელი ჩაცხრილვა საწოლში.ხელისულფების დანაშაულია დროული სამედიცინო დახმარების არგაწევა.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის მოქმედებები მიმართული იყო საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჰუმანიზმის პრინციპების წინააღმდეგ.ენმ მხარს დაუჭერს სამოქალაქო პროტესტის ყველა კანონიერ ფორმას, რომელიც სიმართლის დადგენისკენ იქნება მიმართული. „ 

დღეს საქართველოს შეემატა ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე, ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძე

„დღეს საქართველოს მოსამართლე გიორგი არევაძის სახით ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე შეემატა“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.„ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს განაჩენი გამოუტანა  არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ მის დამკვეთებს იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურასა და შუშის სასახლეში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვპირდებით მას და პროკურორად წოდებულ ირაკლი ნადარეიშვილს, რომ კანონის წინაშე აგებენ პასუხს.მინდა საზოგადოებამ იცოდეს სწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროს მათ, ვინც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ე.წ. გირგვლიანის საქმეში ცნეს დამნაშავედ. საქმე, რომელზეც სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა, ეხება კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას. უფრო კონკრეტულად კი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი შეიწყალა  და მათ სასჯელი გაუნახევრდა.  არაფერი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია. და ვინც ამას ამბობს, ან სახელისუფლებო მედიაა, ან უშუალოდ ხელისუფლების პროპაგანდაში მონაწილეობს.2012 წლის შემდგომ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, განუწყვეტლივ გვესმის ფარისევლური საუბრები იმაზე, რომ კანონი ყველასთვის ერთია და მასზე მაღალი არავინაა. თუმცა დღეს მკაფიო რეალობის წინაშე დავდეგით -  არათუ კანონია ყველასთვის ერთი და მის წინაშე ყველა თანასწორია, არამედ ივანიშვილმა  მოსამართლის ხელით გვითხრა რომ კანონი არის ის, რასაც ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრი იტყვის.ის, რაც დღეს მოხდა დიაგონიზა, რომ საქართველო  არათუ ვითარდება, არამედ უკან  მიდის. ზედემტია საუბარი დემოკრატიაზე, როცა ერთი ადამიანი წყვეტს რა უნდა იყოს თამანედროვე სახელმწიფოს შემქმელის მომავალი. ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.“

Pages