გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:20 / 13 მარტი 2018

პრემიერმა თავისი განცხადებით რუსეთი ყოველგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა

„განცხადებებით, რომელიც პრემიერმა კვირიკაშვილმა, შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს, დაიწყო ის პროცესი, რომელიც  აფხაზეთისა და ოსეთის არ აღიარების პოლიტიკის არქიტექტურას ჩამოარღვევს, გაათავისუფლებს რუსეთს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ოკუპაციის და ანექსიის პროცესზე, ომის დროს და ომის შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

მსურს გამოვეხმაურო გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც რუსეთის ფედერაციამ, ფაქტიურად, მადლობა გადაუხადა ჩვენი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადების დამცინავი მადლობა, სწორი პასუხია პრემიერი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რადგან ამ ქვეყნის საგარეო უწყებამ, განსხვავებით საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან, იცის საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. პრემიერ კვირიკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინა გაკეთებული განცხადება კი, სწორედ ამ ინტერესების დასაცავად არის მნიშნვნელოვანი რუსეთისათვის. საქართველოს პრემიერმა დაადასტურა, ის, რის დამტკიცებასაც ცდილობს რუსეთი, რომ ეს სახელმწიფო არ გახლავთ კონფლიქტის მხარე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

კონფქლიტის რეალური მხარე, დე-ფაქტო ხელისუფლება და საქართველოა, რუსეთი კი, კონფლიქტში მხოლოდ შუამავლის და მშვიდობისმყოფელის როლს ასრულებს.

პრემიერის განცხადებამ, რუსეთს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ განეცხადებინა, რომ ეთნიკურ-ტერიტორიული კონფლიქტები საქართველოში  რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ჩარჩოს ცდება.

საკუთარი განცხადებით, პრემიერმა რუსეთი გაათავისუფლა ვალდებულებისაგან, საკუთარ თავზე აიღოს ძალის არ გამოყენების ვალდებულება, რომელი საქართველომ რამდენჯერმე, ბოლოს კი 2010 წელს აიღო, რამდენადაც დაადასტურა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს კონფქლიქტის მხარეს.

 ფაქტიურად დაიწყო ის პროცესი, რომელიც ჩამოარღვევს აფხაზეთისა და ოსეთის არ აღიარების პოლიტიკის არქიტექტურას, გაათავისუფლებს რუსეთს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ოკუპაციის და ანექსიის პროცესზე, ომის დროს და ომის შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე.

ჩემთვის პირადად გაუგებარი ხდება, რა სტატუსით შეეცდება რუსეთი გააგრძელოს მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ ის იყო, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთი, ფაქტიურად პირველად კოფლიქტის ისტორიაში, აღიარებულია კონფლიქტის მხარედ.

საკუთარი განცხადებით, პრემიერმა კვირიკაშვილმა უზარამაზარი დარტყმა მიაყენა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ქართველი დიპლომატების და პოლიტიკოსების მრავალწლიანი მცდელობა:

1.საერთაშორისო თანამეგორბობას ეღიარებინა რუსეთი, როგორც კონფლიქტის მხარე და საოკუპაციო რეჟიმი;

2. შეექმნა მყარო სამართლებრივი გარანტიები ოკუპირებული ტერიტორეიბის არაღიარებისათვის;

3. მოეხდიან სამშვიდობო ფორმატების ინტერნაციონალიზაცია;

4. გაეძლიერებინა რუსეთზე საერთაშორიოს ზეწოლა, მის მიერ ჯერ კიდევ 90-იან წლებში და შემდგომ, 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

 პრემიერის განცხადება, საფრთხეს უქმნის იმ უსაფრთხოების და უშიშროების, საერთაშორისო მოლაპარაკებების არქიტექტურას, რომელიც შეიქმნა 2008 წლის ომის დასრულებისას. მსგავსი განცხადებების შედეგად, საქართველო შესაძლოა კვლავ მარტო დარჩეს რუსეთის აგრესიის პირისპირ. მსგავსი განცხადება, ასევე ართმევს შანსს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, გათავისუფლდნენ ოკუპაციის რეჟიმიდან, რომელიც დღეს, პირველ რიგში, მათ ართმევს ღირსეული ცხოვრების და განვითარების შანსს.