გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:26 / 11 ივლისი 2017

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიზანი მთავრობის მიერ პარლამენტის გვერდის ავლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის დაუგეგმავი ხარჯების გაწევის პრაქტიკის აღმოფხვრა.

საბიუჯეტო კოდექსის ცალკეული მუხლები  თავისი შინაარსით ორაზროვანი ხასიათისაა და საშუალებას  აძლევს საქართველოს მთავრობას პარლამენტთან შეუთანხმებლად  მოახდინოს  საბიუჯეტო თანხების სარეზერვო ფონდებში აკუმულირება და მისი  უკონტროლო ხარჯვა. აღნიშნული ტენდენცია წლიდან წლამდე მასშტაბური ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდმთავრობის სარეზერვო ფონდის დამტკიცებული მოცულობა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით  50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, თუმცა ფისკალური წლის ბოლოს  მთავრობის სარეზერვო ფონდის საბოლოო ოდენობამ 178,1 მლნ ლარი შეადგინა და მნიშვნელოვნად, 256 პროცენტით გადააჭარბა (128,1 მილიონი ლარით) ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმიურ მაჩვენებელს. 2015 წელსაც ანალოგიური ვითარება იყო- მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 85 მლნ. ლარით იქნა განსაზღვრული, თუმცა წლის ბოლოს მისმა მოცულობა 170,1 მილიონ ლარს მიაღწია

გარდა ამისაარსებული პრაქტიკით, ხშირ შემთხვევებში ადგილი აქვს სარეზერვო ფონდის სახსრების მიმართვას ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.

წარმოდგენილი კანონპროექტი თვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობის ზღვრული ოდენობის შემცირებას  სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობის ერთ პროცენტამდე, ნაცვლად დღეს მოქმედი 2 პროცენტისა. ამასთანავე, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვითსაქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პარლამენტთან შეუთანხმებლად განკარგოს   ფონდებში გადატანილი თავისუფალი სახსრები, თავდაპირველი წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით დამტკიცებული  ფონდების მოცულობის არაუმეტეს 10 პროცენტისა. იმ შემთხვევაში, თუ ფონდებიდან ხარჯვის საჭიროება გადააჭარბებს დადგენილ 10 პროცენტიან ზღვარს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი. ასევე, კოდექსში შემოდის ახალი ტერმინი-ფორს-მაჟორული ვითარებარომელზეც არ გავრცელდება ახალი შეზღუდვები და აღნიშნული უზრუნველყოფს ფონდებიდან თანხის შეუფერხებელ ხარჯვას.

აღნიშნილული ცვლილებები საბიუჯეტო ხელს შეუწყობს  თანხების ხარჯვის მიზნობრიობის გაზრდასა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას.