გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:50 / 6 ნოემბერი 2017

პირებზე, რომლებმაც წინასაარჩევნოდ დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს, დევნა ხორციელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, არჩევნების შემდგომ, ხელისუფლებამ იმ პირებთან დაიწყო ანგარიშსწორება, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს უარი თქვეს ოცნების დანაშაულებრივი დავალებების შესრულებაზე.

„მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება გორის რაიონის სოფელ ნიგოზის სკოლის დირექტორ თამაზ მელანაშვილს.  ქართული ოცნება ყოველი არჩევნების წინ მასზე ზეწოლას ახორციელებდა, რომ აქტიურად ჩართულიყო წინასაარჩევნო კამპანიაში, რაზეც მელანაშვილი უარს ამბობდა.

მიმდინარე წლის ივნისში, სკოლასთან, ქართული ოცნების აქტივისტებმა მას აქციას მოუწყვეს, სადაც შიდა ქართულის გუბერნატორიც იმყოფებოდა. გუბერნატორი მელანაშვილს პირადადც შეხვდა, სადაც დაემუქრა, რომ თუ არ შეასრულებდა დავალებებს, სამსახურს დაატოვებინებდა. აქციის მონაწილეებს, კი დაჰპირდა, რომ მელანაშვილს სკოლიდან მოაშორებდა.

თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, მელანაშვილი მართლაც გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციიდან.

ჩვენ მივმართავთ  სამართალდამცავ ორგანოებს და ვიბრძოლებთ უკანონოდ გათავისუფლებულის აღსადგენად.“