გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:00 / 6 ოქტომბერი 2017

OSCE/ODIR სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი არჩევნები 2017-ის დამკვირვებელი ენმ-ის სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციას ეწვია

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)  გრძელვადიანი დამკვირვებელი, ნურულ რახიჰბექოვი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის  რაიონულ ორგანიზაციაში  მერობის კანდიდატ მამუკა ბიბილეიშვილს შეხვდა.

მხარეებმა სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ წინასაარჩევნო დარღვევებსა და ამომრჩევლის დაშინების ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება.