გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:23 / 14 აპრილი 2018

„ნტვ პლუსისთვის“ ავტორიზაციის მინიჭებით საქართველოს კომინიკაციების ეროვნულმა კომისიამ კანონი დაარღვია

მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, საქართველოში „ნტვ პლუსისთვის“ ავტორიზაციის მინიჭებით საქართველოს კომინიკაციების ეროვნულმა კომისიამ კანონი დაარღვია.  შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს  გადადგეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და ამასთან, დაიწყოს მის მიმართ გამოძიება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა წამალაშვილმა ისაუბრა.

ნტვ პლუსი არის გაზპრომის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია. კერძოდ - „ნტვ პლუსიშედის გაზპრომის კუთვნილ ჰოლდინგში - „გაზპრომმედია ჰოლდინგი.“ „ნტვ პლუსისდირექორთა საბჭოს თავმჯდომარეაგაზპრმედია ჰოლდინგისგენერალური დირექტორი დიმიტრი ჩერნიშენკო, აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში ის იყო სოჭის ოლმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. თავადგაზრომმედიასდირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობას ითავსებსგაზპრომისხელმძღვანელი ალექსეი მილერი - პუტინის უახლოესი გარემოცვის წვერი, რომელზეც ვრცელდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები და აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს  მასთან საქმიანი კონტაქტები ეკრძალებათ.

დავუბრუნდეთ უშუალოდნტვ პლუს, ეჭვგარეშეა, რომგაზპრომისადაგაზპრომმედია ჰოლდინგისდაქვემდებარებაში მყოფი რუსული სამაუწყებლო გიგანტი, რუსული სახელმწიფო ვერტიკალის მიერ იმართება. საგანგაშია, რომ ამ გიგანტმა 2016 წლის სექტემბერში საქართველოში მიიღო ავტორიზაცია, რის საფუძველზეც ნტვ პლუსი ქართულ ბაზარზე შემოდის.

ეს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და  უკანონოა, რადგან  საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ", 37- მუხლის თანახმად, [რომელიც 2016 წლის 1-ლი ივლისიდან არის ძალაში,] საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზიას ვერ მოიპოვებს იურიდიული პირი, რომლის ბენეფიციარიც ( მესაკუთრე)უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან მასთან ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირი. ჩვენ კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნტვ პლუსი  გაზპრომმედია ჰოლდინგის შემადგენლობაში, აღნიშნული ჰოლდინგი ეკუთვნის გაზპრომს, რომლის უშუალო მფლობელიც რუსეთის სახელმწიფოა. ასე რომ, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ავტორიზაციის მინიჭებით საქართველოს კომინიკაციების ეროვნულმა კომისიამ კანონი დაარღვია.

აღსანიშნავი, რომ ეს ფაქტი იმალებოდა მანამდე, სანამ ნტვ პლუსის სათაო ოფისმა არ გააკეთა განცხადება საქართველოში შემოსვლის შესახებ. რატომ წავიდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონის დაღვევაზე? პასუხი მარტივია, საქართველოს არაუფლებამოსილ  მმართველსა დაგაზპრომისაქციონერ ბიძინა ივანიშვილს,გაზპრომმედია ჰოლდინგთანდა მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა აქვს. ამის ერთ-ერთი და განსაკუთრებით შემაშოთებელი დადასტურებ იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლის ჩასატარებლად კომპანია “TNS” -ის მოწვევა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ივანიშვილის მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა ეგზიტპოლის ჩასატარებლად ხელშეკრულება გაუფორმა TNS .  ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით გაირკევა, რომ აღნიშნილი კომპანია ( რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ბრიტანულ ჯგუფს WPP,) 2016 წლის აპრილიდან უკვე გადასული იყო რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიისვციომისსაკუთრებაში. „ვციომიდაფუძნებულია 1987 წელს და იშიფრება როგორც Всероссийский центр изучения общественного мнения (ВЦИОМ). საბჭოთა პერესტროიკის პირმშოა და მის მმართველ რგოლში დირექტორთა საბჭოში წარმოდგენელი არიან მინისტრებივციომმაკომერციული აქტივობებისთვის დააფუძნავციომ მედიადა 2016 წლის 4 აპრილიდან სწორედ ვციომ მედიას საკუთრებაში გადავიდა WPP - ის კომპანია, რომელმაც 2016 წელსევე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ეგზიპოლი ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის და მისი ქართული ოცნების დაკვეთით. ერთი და იგივე ადამიანი, წარსულში პუტინის მაავრობაში მინისტრის მოადგილე ალექსეი მალინინი სხვადასხვა დროს გვევლიმენა: საქართველოში ივანიშვილის დაკვეთით ეგზიტპოლისთვის მოწვეული კომპანიის მფლობელი კომპანიის გენერალურ დირექტორად, ნტვ პლუსის დირექტირთა საბჭოს თავმჯომარედ და გაზპრომ მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მრჩევლად, ვციომის დირექტორთა საბჭოს წვერად.

ცხადია, რომ ერთი და იგივე ადამიანებისა და რუსული სახელმწიფო კომპანიების გამოყენებით რუსეთი მიზანმიმართულად ატარებს საკუთარ გეგმას საქართველოში ,ამჯერად უკვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დახმარებით. რომელიც ემსახურება ივანიშვილის და რუსეთის ინტერესებს - საქართველოს სახელმწიფო ინტერესების იგნორირებითა და ჩვენი კანონდებლობის დარღვევით. ივანიშვილი რუსეთის მხარდაჭერის იმედზეა ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ამაში მომავალშიც გამოიყენებს რუსულ პროპაგანდისტულ არხებს და რუსეთის მთავრობიდან მართულ ეგზიტპოლებს. სანაცვლოდ, ის სასათბურე პირობებს უქმის რუსეთის პროპაგანდისტულ ტელევიზიებს საქართველოში პრო-რუსული და ანტი-დასავლური პროპაგანდის ომის საწარმოებლად. ამის შეჩერება ჩვენი სამოქალაქო ვალდებულებაა, ეს არის სახელმწიფო და უსაფრთხოების საკითხი, ამიტომ მოვითხოვთ:

- გადადგეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, რადგან ივანიშვილის და ქართლი ოცნების მითითებით აღნიშნულმა კომისიამ დაარღვია კანონი და რაც მთავარია, საფრთხე შეუქმნა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ასევე, დაიწყოს მის მიმართ გამოძიება.

 - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბათილად ცნოს ნტვ -პლუსისთვის გაცემული ავტორიზაცია, როგორც უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და მაინც გავაუქმებთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას

 - მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც დაუშვებელია საქართველომ კიდევ უფრო გართოდ გაუღოს კარი რუსულ, ამავდროულად ანტიდასავლურ და ანტიქართულ პროპაგანდას, გავერთანდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ივანიშვილის რორუსული რეჟიმის შესაცვლელად. „