გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:13 / 15 მარტი 2017

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია საკანონმდებლო ცვლილებებს იწყებს

პარლამენტის ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოში  5 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომლებიც  ეკონომიკური ხასიათისაა და ის პარტიის 2016 წლის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარეობს.

საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი  მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება.
ამ საკანონმდებლო ინიციატივებით :

1. ფიზიკური  პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის  დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე,  რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით;

90 000  ლარამდე  ინდმეწარმის  ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება.

2.  ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა  ზღვარი  აიწევა  100 000 ლარიდან  200 000 ლარამდე.  შედეგად,  მცირე  ბიზნესით დაკავებული ათასობით ფიზიკური პირისთვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთი შემცირდება. 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება.

3. 100 000 ლარიდან  200 000 ლარამდე  გაიზრდება  დღგ-ით  დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი. ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ  და ფიზიკურ  პირს  (მცირე  ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს  შეღავათი გავრცელდება იმ  ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს.  დღგ- მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის  მქონე სუბიექტები გადაიხდიან.

4.  საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, გახდება 1000 ლარი. ეს ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს დაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით

5.  მოხდება  500 000 ლარამდე (დღეს არსებული  50 000 ლარის ნაცვლად ) გადასახადებისგან თავის  არდების დეკრიმინალიზაციაასეთ  შემთხვევებში დავა  მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება.

ნაციონალური მოძრაობაის საპარლამენტო ფრაქციის შემდგომი, მეორე ეტაპის  საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას.