გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:40 / 29 მარტი 2017

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კონგრესს დაესწრენ

დღეს მალტაში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კონგრესზე (ძირითად გამომსვლელებში) როგორც ენმ ლიდერი, სიტყვით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. მან კონგრესის მონაწილეებს საქართველოში, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ (ტერიტორიის 20 % ) ქვეყანაში, შექმნილი პოლიტიკური ვითარება გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა რუსი ოლიგარქის მიერ იქნა ხელში ჩაგდებული და უპასუხისმგებლოდ მართავს. მსგავსი მდგომარეობაა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა და ამ ვითარებას სჭირდების გამოსწორებას სჭირდება ევროპის ყველაზე დიდი პარტიის წევრების კონსოლიდირებული ძალისხმევა, რათა ქვეყნებმა შეძლონ თავი დააღწიონ ოლიგარქიულ მმართველობას და ევროპული და დემოკრატიული განვითარება გააგრძელონ.