გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:33 / 11 თებერვალი 2017

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც 515 ათას ლარადაა შეფასებული, გაცილებით ძვირად ღირებულია

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ,  რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გამოიტანა სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ნაკვეთის გვერდით მდებარეობს.

მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა 5 ათასი კვ. სანდრო ეულის 7 ნომერში, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა 515 ათს ლარად, სანდრო ეულის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ აუქციონი გამოაცხადა ბევრად ნაკლები კვ.-ის მიწაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საწყის ღირებულებად შეფასებული აქვს 2 მილიონ 400 ათას ლარად, ამ მიწის ნაკვეთის კვ. მეტრაჟი გახლავთ 4 ათას 529 კვ..

მე ხელთ მაქვს ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ნაზღაიძესა და თბილისის მერიას შორის, სადაც ეს პირობა აღარ ფიგურირებს, აბსოლუტურად ცარიელია მხარეთა ვალდებულებების პუნქტი. ეს იკვეთება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სადაც ვალდებულების ნაწილი ცარიელია. მერიამ უკვე გადასცა 5 ათასი კვ.. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ბიურომ კვ.მეტრაჟი შეაფასა 150 დოლარად და 5 ათასი კვ.. მიწის ნაკვეთის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე არის 515 ათასი ლარი. იკვეთება, რომ თბილისის მერიამ ქრთამის სახით გადაუხადა არა 515 ათასი დოლარის მიწის ნაკვეთი სხვა ვალდებულებებთან ერთად, არამედ, დაახლოებით, 2,5-3 მილიონი ქონება გადასცა მას,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.