გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:57 / 25 მაისი 2016

მოგმართავთ ფარისევლებო: შეეშვით ცალი ხელით პირჯვრის წერას და მეორე ხელით სისხლისნთხევის ხელშეწყობას

,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენია კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი facebook-გვერდის საშუალებით მიმართავს: 
,,ეხლა ორიოდ სიტყვა ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც სამოქალაქო, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს: როდესაც შენი რაიონისა და ქალაქის დასასჯელად, რუსის ეგზარხოზივით, ჩამოგყავს სადამსჯელო ჯალათები და სისხლში აცურავებ ხალხს, მათთან ერთად სალაფავის თქვლეფა კი არ არის მასპიძლობა მარტო, მასპინძლობა ამ ყველაფრის წინასწარი ცოდნა და ხელშეწყობაა. ამიტომაც მოგმართავთ ფარისეველნო, დაანებეთ ცალი ხელით პირჯვარის წერას და მეორე ხელით სიძულვილის, სიშლეგისა და სისხლის ნთხევის ხელშეწყობას თავი, წუპაკო მამაძაღლებო!!!”