გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:14 / 1 მაისი 2018

მივმართავთ ივანიშვილს, ძალადობით, ზონდერ ჯგუფების გამოყენებით მისი დიქტატურა ვერ შენარჩუნდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერ ჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე.

ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენასთან ერთად პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღა დაიწყო მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.


კერძოდ, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის უკანონოდ გადატანისას საკრებულოს და უზენაესი საბჭოს წევრები დაინტერესდნენ ამ ქმედების კანონიერებით და მოითხოვეს დოკუმენტაცია.


ამის პასუხად ქართული ოცნების აქტივისტები, ასლან აბაშიძის გუნდის ყოფილი წევრების, - ვაჟა და თენგიზ შავიშვილების მიერ ორგსნიზებული ზონდერ ჯგუფი თავს დაესხა დეპუტატებს და ფიზიკური ზიანი მიაყენა მათ.


ვაჟა შავიშვილს დამთავრებული აქვს საბჭოთა კაგებეს სკოლა და იყო ასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო თენგიზ შავიშვილი იყო ასლან აბაშიძის ოდეერი პორტში, რომელსაც ლობირებდნენ რუსი გენერლები. ის უზიდავდა ასლან აბაშიძეს კორუფციულ წილებს პორტიდან. ასეთ კრიმინალებს ხელ-ფეხი გაუხსნა ივანიშვილმა და ახლა ეს ზონდერები თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს.


მივმართავთ, პროკურატურას დასაჯოს ზონდერები და გაითვალისწინოს, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და პოლიტიკური მოძალადეები საბოლოოდ უმკაცრესად აგებენ პასუხს.

მივმართავთ ივანიშვილს, შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერ ჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე. ამ გზით მისი დიქტატურის გადარჩენა შეუძლებელია.“