გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:38 / 14 ივნისი 2017

მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების არ მოჭრის მიზეზით, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა

პროექტი, რომელიც თბილისში კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობდა ივანიშვილის ინტერესების გამო შეჩერდა. დედაქალაქის მერის მიერ დასახელებული მიზეზი, კი თითქოსდა ესტაკადის შეჩერება ხეების მოჭრის საფრთხის გამო მოხდა, ტყუილია.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა.

თბილისის მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების მოჭრის საფრთხის, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა.

კერძოდ, პროექტი შეჩერდა იმიტომ, რომ ესტაკადას ივანიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის დათმობის პირობით აქვს შეძენილი.

დავით ნარმანია არის თავის მართლების რეჟიმში, მას ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოთხოვა ვალდებულებების შესრულება.

თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა  მერიამ კონტრაქტორ კომპანია შპს ზიმოს ერთი მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელსაც წელიწადზე მეტია ეს კომპანია თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს?! მათ შორის, შესაძლოა, იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.