გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:15 / 25 ივლისი 2017

მეორედ ჩავარდნილმა კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ საქართველო დღეს ამ ნდობის მანდატს არ ამართლებს

სრულიად უპროცედენტოა, რომ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს, მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში მოსამართლის დასანიშნად - აღნიშნულის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტიურად ევროპულ სტრუქტურებში უმაღლესი თანამდებობაა, რომელიც ჯერ-ჯერობით საქართველოს ეკუთვნის. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში ევროპული მხარის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატის წარდგენა ქვეყნის პრესტიჟის საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო თავად იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილაბას მოსამრთლის შერჩევისას, კანდიდატების სიის წარდგენა შესაბამისი ქვეყნის პრეროგატივაა, რადგან იგულისხმება, რომ ამ ქვეყანას საკმარისად სანდო და გამჭვირვალე პროცესი აქვს კანდიდატების შესარჩევად.

მეორეჩავარდნილმა კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ სამწუხაროდ, საქართველო დღეს ამ ნდობის მანდატს არ ამართლებს და ფაქტობრივად  ვერ პასუხობს ევროპის საბჭოს მოთხოვნების სტანდარტს. ეს არის ნეპოტისტური და პოლიტიზირებული პროცესის შედეგი, რომელმაც შერჩევის პრცესი და კონკურსი ფარსად  აქცია.

ქალბატონი წულუკიანი ცდილობს აიძულოს ევროპულ მხარე მისთვის სასურველი კანდიდატი დანიშნო და ამ პროცსში უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ევროპულ პერსპექტივას.

ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპის საბჭოს მოთხოვნების შესრულებას, რასაც საქართველო სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კვლავ ვერ ახერხებს.