გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:36 / 1 აგვისტო 2016

მეგი კაკაბაძე: კალაძის დაპირება დაპირებად დარჩა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრის მეგი კაკაბაძის განცხადებით, 2015 წლის თებერვალში ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ამომრჩეველს მთელ მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესის 6 თვეში დასრულება დაპირდა.

კაკაბაძის თქმით, ვიცეპრემიერის წინასაარჩევნო დაპირება დაპირებად დარჩა. ხონში გაზიფიცირების პროცესი არათუ დასრულებული, არამედ შეჩერებულია. იმ ქუჩებში, სადაც გაზის მილები უკვე წელიწადზე მეტია გაყვანილია, მოსახლეობა დღემდე ელოდება გაზის ჩართვას.

„გავრცელებული ინფორმაციით, უხარისხოდ გაყვანილ მილებში მოხდა გაზის გაჟონვა, პრობლემას კი ვერ აგვარებენ, რადგან გაზის მილებზე შემოწმების გარეშე მოხდა ასფალტის დაგება, რის შესაკეთებლად კი ასფალტის აყრაა საჭირო“.