გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:10 / 5 ოქტომბერი 2017

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ენმ-ის წევრებმა იაკობ გოგებაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების ჯგუფის წევრებმა და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა დავით ლაგვილავამ, მარიამ გერსამიამ და ნინო კვიტაიშვილმა მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, იაკობ გოგებაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

 

დღეს, მაჟორიტარობის კანდიდატებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაემართათ წინასწარ შეთანხმებული შეხვედრა მასწავლებლებთან (პედაგოგების თქმით, ისინი დააშინეს). ნაციონალური მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ არჩევნების შემდეგ, "ოცნების ხელისუფლების" შეცვლის შედეგად, განათლების სისტემის მმართველობის სტილიც შეიცვლება და გახდება ისეთი, როგორზეც იაკობ გოგებაშვილი და მისი თანამოაზრეები ოცნებობდნენ.