გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:45 / 4 ოქტომბერი 2017

ლევან ხაბეიშვილი: გვაქვს კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ფიზიკურად გამისწორდნენ

„პრემიერ-მინისტრმა იცრუა, როცა აღნიშნა, რომ მე მერიაში შეუძლოდ გახდომის გამო შემიყვანეს, რათა ჩემთვის დახმარება აღმოეჩინათ“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.

ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ მომიპარეს აქციიდან. ეს მოპარვაა, რადგან არ შემდგარა სამართლებრივი დოკუმენტი რის გამო დამაკავეს და შემიყვანეს მერიაში. კადრებში აღბეჭდილია, როგორ მივყევართ მასაში, სადაც მერიის უსაფრთხოების თანამრომლები  ფიზიკურად მისწორდებიან. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი.

მას შემდეგ, რაც ამ ფიზიკური ანგარიშსწორებით  ცუდად გავხდი, შინდნენ, შემიყვანეს შენობაში და მთხოვდნენ დავწოლილიყავი, მთავაზობდნენ სასწრაფოს გამოძახებას.

პრემიერს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა  არ გამოუვა. ეს ვიდეოკადრები ადასტურებს რომ ჩემზე ფიზიკური ძალადობა მოხდა.