გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:21 / 21 სექტემბერი 2016

ლევან კონჯარია მოსახლეობას კარდაკარ ხვდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ დგებუაძის; სოსელიას; ტოლსტოის ქუჩის მოსახლეობა მოინახულა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

ადგილობრივების ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და უმძიმესი სოციალური პირობებია, ასევე, მათი თქმით, მოუწესრიგებელია გზა და საკანალიზაციო სისტემა.

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ ამომრჩევლებს ენმ-ის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.