გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:16 / 9 აგვისტო 2017

კრიზისების მართავის საბჭო უნდა გაუქმდეს, ის ოცნების პოლიტიკური პენსიონრების თავშესაფარია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდესგამოთავისუფლებული რესურსი  კი შესაბამისი უწყებების გაძლიერებას მოხმარდეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა ისაუბრა.

გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით  მომსწრე, თუ რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებებში. რომ არა მეხანძრეების თავდადებული მუშაობა, ხანძრის შედეგი შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილყო. და ეს იმ დროს, როდესაც მთავრობაში  უკვე სამი წელია კრიზისების მართვის საბჭო ფუნქციონირებს. თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება დღემდე გაურკვეველია.

კრიზისების მართვის საბჭო რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს წარმოადგენს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 3 მილიონ- ნახევარი უჯდება და აქედან 2 მილონ-ნახევარი მხოლოდ სახელფასო ფონდია. იქ დასაქმებული 78 ადამიანის საშუალო ხელფასი კი უპრეცედენტოდ მაღალი -  2600 ლარია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამ უწყებამ 20 მილიონზე მეტი მიიღო.

ეს უწყება რომ არაქმედითუნარიანია ჯერ კიდევ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩნდა. გუშინ კი საერთოდ არ ჩართულა მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესშიამიტომ, უმოქმედო  საბჭო უნდა გაუქმდესგამოთავისუფლებული რესურსები კი შესაბამისი  უწყებების ტექნიკურ აღჭურვასა და  გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.

რაც შეეხება მაკოორდინირებელ ფუნქციას, რომელიც დღეს კრიზესების მართვის საბჭოს ფორმალურად აკისრია, ეს მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა.