გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:33 / 1 ოქტომბერი 2016

კობა ნაყოფია მშვიდობის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა, სადაც ადგილობრივებმა კანდიდატს სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად წყალგაყვანილობის პრობლემები გააცნეს.

ასევე, მოსახლეობა სანიაღვრე სისტემის არქონაზე (გამუდმებით დატბორილი საცხოვრებელი სახლები და ეზოები) საუბრობს და აღნიშნავს, რომ არაერთხელ მიმართეს მმართველ გუნდს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა უშედეგოდ.

შეხვედრისას კობა ნაყოფიამ მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მათ კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.