გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:35 / 5 დეკემბერი 2017

ღირსების მანიფესტაცია - 6 დეკემბერი, 14:00 საათი, მეტრო რუსთაველთან 

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ღირსების მანიფესტაციას გამართავს.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, პარტია საგანგებო რეჟიმში გადადის და მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც  საქართველოს თავისუფლების იდეალები ძვირფასია, მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.

რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისლიდერი მიხეილ სააკაშვილი  დააკავეს. მისი დაპატიმრება ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანშია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე ხდება.

სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოქმედების საგანგებო რეჟიმზე  გადადის და  საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას  აცხადებს.

მოვუწოდებთ ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.

ნაციონალური მოძრაობაიწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენას. პარტია ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის.