გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:49 / 21 აპრილი 2016

გიორგი ბოტკოველის ბრიფინგი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თელავის ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელიც თელავის თემის გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივ გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით თელავის თემის მოსახლეობას  სოფლის კრებების ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება ჩამოერთვა.  ასევე, სოფლებს შეუმცირდა და ზოგიერთს საერთოდ გააუუქმდა ის თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო მთავრობის განკარგულებით 961 996 ლარის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ სოფლის დახმარების პროგრამა საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება და ზრდადი იყო ყოველ მომდევნო წელს, თუმცა 2012 წლის შემდეგ არ გაზრდილა.