გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:14 / 8 აგვისტო 2017

ენმ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ სამტრედიელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პარტიის თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე, მერობის კანდიდატ, მამუკა ბიბილეიშვილთან და პარტიის წევრებთან ერთად, საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამტრედიელი მეომრების: მარლენ ბარამიას, ლაშა თევზაძის, ავედიკ ლომიძის, ლევან მელქაძისა და ყველა იმ გმირის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ, რომლებიც რუსეთის აგრესიას შეეწირნენ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, 1747 დაიჭრა, თითქმის 150 ათასამდე ადამიანმა სახლი დატოვა, დღემდე 30 ათასამდე ადამიანი დევნილობაში რჩება, 169 სამხედრო მოსამსახურე დაღუპულად მიიჩნევა, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.