გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:04 / 18 სექტემბერი 2017

ენმ-ის სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციას NDI-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლები,  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  სამტრედიის  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  ემზარ შუბლაძეს, მერობის კანდიდატ მამუკა ბიბილეიშვილს და დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდნენ. მხარეებმა სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა NDI-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას  ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ წინასაარჩევნო დარღვევებსა და ამომრჩევლის დაშინების ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება.