გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:20 / 20 ივნისი 2017

ენმ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციად აფასებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციად აფასებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.

ჩვენ, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ვმართავთ.

ცვლილებები ეხება შემდეგს: ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ ძალიან რთული არჩევნები ელოდება  და შესაბამისად, ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაცია მოახდინონ, რათა საარჩევნო პროცესის და შედეგების მანიპულაცია შეძლონ.

 არსებობს სრული კონსენსუსი ყველა იმ ძალას შორის იქნება ეს პოლიტიკური თუ არასამთავრობო სექტორი, რომ აღნიშნული ცვლილება  უკან გადადგმული ნაბიჯია და ის  საარჩევნო გარემოს  გაუარესებას ემსახურება.

ამიტომ, ჩვენ საქართველოს პარლამენტში  ალტერნატიულ ცვლილებებს დავარეგისტრირებთ და ასევე, მივმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

ეს არ არის ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, ეს არის ძირეული ცვლილებები და აუცილებელია კონსულტაციები გაიმართოს როგორც  არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან.

ეს ცვლილებები  რეალურად შეუძლებელს ქმნის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.