გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:47 / 11 სექტემბერი 2017

ენმ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, აღუდგინონ მოქალაქეობა, რათა მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების მიღების საშუალება

„გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს... გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი. ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში,"- ეს განცადება „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი - ან მოიქცნენ, როგორც იქცეოდა უკრაინაში იანუკოვიჩი, საქართველოში ასლან აბაშიძე, რომელსაც პირადი პატიმრები ჰყავდა, ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და უშუალოდ მათ პირად ინტერესებში. მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დევნა, რომელიც დაკვეთილია პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების მიღების საშუალება,"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.