გაზიარება
UNM UNM
მედია - 01:41 / 13 მაისი 2016

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის კუთვნილი ავტომობილი დაწვეს

12 მაისს, გვიან ღამით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე გოგლიძის ავტომობილი დაწვეს.

,,ეს არის ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დაშინების მორიგი მცდელობა. ანალოგიური ვანდალური ფაქტი მოხდა დედოფლისწყაროსა და აჭარაშიც. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისზე და მის წევრებზე თავდასხმა რამდენიმე თვის წინაც მოხდა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია.

მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ დროული გამოძიება და თითოეული დამნაშავე სათანადოდ იქნან დასჯილნი. ალექსანდრე გოგლიძე 2012 წლამდე მუშაობდა სამართალდამცავ უწყებებში და იყო ხელმძღვანელი შიდა ქართლის რეგიონში, ის ებრძოდა კრიმინალებს და თუ ეს ვანდალური ქმედება ჩადენილია კრიმინალების მიერ, ეს უფრო მეტად ამძიმებს ხელისუფლების პოზიციას თუ არ გამოიძიებს აღნიშნულ ქმედებას. ჩვენ კი მსგავსი ქმედებებით ვერ შეგვაჩერებენ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე!" - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.