გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:33 / 20 მარტი 2017

ენმ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობოებს ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას  ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ჩააყენებს საქმის კურსში რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანექსიის თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მთელი რეგიონის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევაზე პასუხია და ქვეყანაში მიმდინარე  ღიად და აშკარად გამოხატულ ანექსიას შეეხება.

ვხედავთ, რომ რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას ამზადებს საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას და ამ დროს,  ხელისუფლებას ქმედითი პასუხი არ აქვს.  იმ მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საერთაორისო ორგანიზებს მიმართავს, რათა მათ რუსეთის ქმედებებს შეფასება მისცენ.

ვფიქრობ, დროა, რუსეთის აგრესიას ქართული საზოგადება, მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დაუპირისპირდეს.

სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ერიანად შევიმუშავოთ პოზიცია და მიმართვა საერთაორისო თანამეგობრობისთვის.

ესაა განსაკუთრებით მნიშველოვანი, რადგან ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის, ღია და აშკარა ანექსიის პროცესი მივიწყებას ეცემა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია,  ჩვენთან ერად, ხმას მიაწვდენ საერთაშორისო თანამეგობრობას და მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ბერეტების ასამოქმედებლად.“