გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:18 / 6 თებერვალი 2017

ენმ-ის მოთხოვნები მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებულ საქმეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს მოსამართლე ნაზღაიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება. ამასთან, გაუქმდეს რუსთავი 2 -ის საქმესთან დაკავშირებით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თბილისის მერიასა და მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახს შორის დადებული მილიონიანი გარიგება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო კორუფციული გარიგების უპრეცედენტო ფაქტს, რომელიც შედგა მოსამართლე ნაძღაიძის ოჯახსა და მერიას შორის. კერძოდ, მერიამ მთავრობის ბიუჯეტიდან - ხალხის კუთვნილი ფულით, რასაკვირველია ივანიშვილის დავალებით მოისყიდა მოსამართლე ნაზღაიძე, რის შემდეგაც მან გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება რუსთავის 2 საქმესთან დაკავშირებით. სასამრთლო გადაქიცა კორუმპირებულ სისტემად, რომელიც ასრულებს ივანიშვილის დაკვეთებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ თავისუფალი მედიის ხელში ჩასაგდებად.

ენმ არ აპირებს შეეგუოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვასა და სასმართლო ინსტიტუტის დანგრევას, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ სივრცეში ცივილიზიბულ სახელმწოფოთა გვერდზე დამკვიდრებას.

მოვითხოვთ:

1. საერთო სასამართლოების კანონის შესაბამისად იუსტიციის საბჭოსგან შეუწყდეს უფლებამოსილება მოსამართლე ნაზღაიძეს;

2. მოვუწოდებთ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეებს გააუქმოს მოსამართლე ნაზღაიძის თავჯდომარეობით სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსთავი 2 საქმეზე;

3. მოვითხოვთ, თბილისის მერიასა და მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახს შორის დადებული მილიონიანი გარიგების გაუქმებას

4. გადადგეს თბილისის მერი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს, ვინც დააორგანიზა ან უშუალოდ მონაწილეობდა ამ კორუფციულ გარიგებაში. „