გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:17 / 9 თებერვალი 2018

ენმ: მივმართავთ პარლამენტს, მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კიდევ ერთხელ მიმართავს პარლამენტს და აფგან მუხთალის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას  მოითხოვს, რათა დროულად იყოს გამოძიებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადატაცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტი.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა.

2017 წლის 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაიყვაეს, რაც დანაშაულს წარმოადგენს.

გუშინ, აფგან მუხთარლი ახლო ნათესავების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ორი დღით გაათავისუფლეს, რამაც მას საშუალება მისცა უფრო დეტალურად ესაუბრა მომხდარ ფაქტზე. ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ისედაც ნათელი იყო ყველასთვის - მისი გატაცება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ მოხდა. ის  მომხდარ ფაქტში პირდაპირ ადანაშაულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

ამ მოვლენამ, რომელიც უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია როგორც საერთაშორისო , ასევე ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა, რითაც საქართველოს მთავრობისგან მომხდარი დანაშაულის დროული გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა.

მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს გამოიძიოს მომხდარი, რადგან ამ დანაშაულში ჩართულია მთელი სახელიწუფლებო ვერტიკალი, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.

მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი  პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნ. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა პარლამენტი არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და აფერხებს ამ კომისიის შექმნას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე თავდასხმის, მისი გატაცებისა და საქართველოს სახელმწიფოსაზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს.