გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:58 / 15 მაისი 2017

ენმ მაღალი ძაბვის მაგისტრალური ხაზის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს სოფელ მაგუდას მოსახლეობას და მოითხოვს შეწყდეს მშენებლობა, სანამ მთავრობა მათ ალტერნატიურლ მარშუტს არ შესთავაზებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.

„სოფელ მუგუდასა და ხამუშას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე  მძიმე ტექნიკის მუშაობა განახლდა.  ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება კვლავ არ ამბობს უარს პროექტზე, რომელშიც გეოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვის რისკები გათვალისწინებული არ არის.

შესაბამისად, პროექტი, რომელიც  რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ხორციელდება და 90 მეტრიან ზოლზე ტყეს ანადგურებს, კვლავ გრძელდება. ისტორიული სოფლები, სასაფლაოები ნადგურდება და გუდამაყრის, ხანდოს, სნოს ხეობის მოსახლეობას ემუქრება  როგორც ეკოლოგიური კატასტროფა, ასევევ მთლიანად აყრა და საქართველოს მაღალმთიანეთს დაცლა.

ხალხის წინააღმდეგობას მთავრობამ არა რაიმე ახსნა-განმარტება და სოციალური გარანტიები დაუპირისპირა, არამედ პოლიციური ძალა და სპეცრაზმი, რომლებიც ახლაც მობილიზებულები არიან ადგილზე.

ყველაფერი ეს კეთდება იმიტომ, რომ მთავრობას ალტერნატიული გზების მოძიება არ სურს.“