გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:49 / 7 მარტი 2016

ენმ მადლობას უხდის ყველას, ვინც "გაზპრომის" საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა მიიღო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა მადლობა გადაუხადა გუშინ, "გაზპრომის" საწინააღმდეგო აქცია - ცოცხალ ჯაჭვში მონაწილე ყველა მოქალაქეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ მხარდამჭერებს და ყველას, ვინც გუშინ ჩვენ მიერ ორგანიზებულ აქციას შემოუერთდა. სიმბოლური „ცოცხალი ჯაჭვი“, მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე, ცხადი გზავნილია ხელისუფლებისათვის. 6 მარტის აქცია იყო კულმინაცია მრავალთვიანი საზოგადოებრივი საპროტესტო გამოსვლებისა.
 
მადლობა ყველას, სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებს, თუ უბრალოდ მოქალაქეებს, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში მკაფიოდ განუცხადა ივანიშვილსა და მის მთავრობას, რომ არ დაუშვებს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას. ვისაც ცხადად ესმის, რომ გაზპრომი არის გაყინული სახლები, ეკონომიკური გაჭირვება და შეზღუდული სუვერენიტეტი.
 
ჩვენმა საერთო ძალისხმევამ უკვე გამოიღო გარკვეული შედეგი. მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ შეცვალა თავისი პოზიცია. მიუხედავად ამისა, ჩვენ არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ეს პრობლემა კვლავ არ დადგება დღის წესრიგში. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა მზად ვიყოთ, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გავმართოთ საპროტესტო აქციები.
 
საბოლოო წარმატებას მივაღწევთ ოქტომბერში, როდესაც გადავირჩევთ მთავრობას, რომელსაც დასაშვებად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რუსეთის ინტერესების ლობირება."