გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:08 / 17 მარტი 2017

ენმ-მ თემატური სამუშაო ჯგუფები დააკომპლექტა და მიმართულების ხელმძღვანელები განსაზღვრა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის ის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა, რომელიც საბჭოს კონკრეტულ წევრებს მათთვის სასურველ თემატურ სამუშაო ჯგუფებში აერთიანებს. სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს მიმართულების ხელმძღვანელებიც.

სხდომას 2017 წლის პარტიის ყრილობასა და შემდგომ, რაიონულ კონფერენციებზე არჩეული პოლიტიკური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტიაში დაწყებული პროცესები მეტი ჩართულობისა და ღიაობის საწინდარია, რაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებსა და მათ ხელმძღვანელებს:

საგარეო ურთიერთობათა მიმართულებას სალომე სამადაშვილი უხელმძღვანელებს, ეკონომიკურ მიმარათულებას - რომან გოცირიძე, სამართლებრივი საკითხები - ლევან ბეჟაშვილი, ადამიანის უფლებები - მირდატ ქამადაძე, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები - პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მიმართულება - აკაკი მინაშვილი, რეგიონული მიმართულება - დავით კირკიტაძე, სტრატეგიულ კომუნიკაციების განსაზღვრას - ნინო კალანდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერობა - კოტე იოსელიანი, განათლებას და მეცნიერებას - მარიკა გერსამია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - გიორგი პატარია, თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებას გიორგი ბარამიძე, კრეატივი და ინოვაციები - ნინო ლაპიშვილი, ანტიკორუფციულს - გიორგი ონიანი, კულტურას - გიორგი როინიშვილი, დევნილების მიმართულება - ბესო წერედიანი.